დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №24/2013
18 თებერვალი, 2013


„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 1 ნოემბრის №148/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების (წერილი 15.02.2013, №3583/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა) დადგენილების „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.მ“ ქვეპუნქტი:
„ბ.მ) ლაშა ტუღუში – ასისტენტ–პროფესორი.“;

ბ) „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:
„დ.ა1) რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი.“;

გ) „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ა1“ ქვეპუნქტი:
„ე.ა1) ამირან ბერძენიშვილი – სრული პროფესორი.“;

დ) დადგენილების „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.დ“ ქვეპუნქტი:
„ვ.დ“ ნანა რუხაძე – ასისტენტ–პროფესორი.“;

ე) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:
„ზ) გენდერი:
ზ.ა) თამარ საბედაშვილი – ასოცირებული პროფესორი.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი