დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №39/2013
4 მარტი, 2013


„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 10 იანვრის №01/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №22/2013 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: №5765/02, 28.02.2013; №5766/02, 28.02.2013; №5767/02, 28.02.2013; №5710/02, 28.02.2013; №5711/02, 28.02.2013; №5712/02, 28.02.2013) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი ცვლილებები:

ა) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი:
„ა.ბ1) ლელა ალხაზიშვილი – ასოცირებული პროფესორი.“;

ბ) IV ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის  „ა.ბ1“ ქვეპუნქტი:
„ა.ბ1) ვაჟა ტრაპაიძე – ასოცირებული პროფესორი.“.

გ) V ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:
„ა.ა1) დავით კაკულია – ასოცირებული პროფესორი.“.

დ) VIII ნაწილის „ა“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:
„ა.დ) ნანა ბარნაველი – ასისტენტ–პროფესორი.“.

ე) IX ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:
„ბ.ა1) ამირან ბიბილაშვილი – ასოცირებული პროფესორი.“.

ვ) X ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინააარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:
„ა.ა1) თამაზ მძინარაშვილი – სრული პროფესორი.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი