დადგენილება №46/2013
11 მარტი, 2013
11 მარტი, 2013
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „საჯარო მმართველობა“ – სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №105/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის №7175/02, 06.03.2013 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის –„საჯარო მმართველობა“– სასწავლო პროცესის ვადებისა და კრედიტების წლიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 სექტემბრის №105/2010 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „საჯარო მმართველობა“ – სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს თსუ-ს რექტორის მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი