დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №66/2013
3 ივნისი, 2013


,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 თებერვლის №33/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 თებერვლის №33/2013 დადგენილების დანართი N1-ით დამტკიცებულ „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის“ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უნივერსიტეტის ქუჩა N2-ში, 0186 თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზირი N44-ში, 0179 თბილისი და ნიკეას მე-2 შესახვევი N8-ში, 0431 ქუთაისი.“.

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინსტიტუტის შიდა სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა;
ბ) ტურიზმის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი;
გ) პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი;
დ) ინსტიტუტის რეგიონული ცენტრი;
ე) ინსტიტუტის ხელმძღვანელის აპარატი.”

გ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
,,მუხლი 8. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი
1. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ სასწავლო – საგანმანათლებლო ერთეულს.
2. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მიზანია თანამედროვე მოთხოვნადი პროფესიული და მოკლევადიანი გადასამზადებელი პროგრამებით სწავლების უნივერსიტეტში დადგენილი წესით ორგანიზება და განხორციელება.
3. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ამოცანაა ტურიზმის ეროვნული ინდუსტრიისათვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური და სათანადო  უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება.
4. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი.
5. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრისათვის განსაზღვრული თანამდებობაა პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი.
6. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის განთავსებულია უნივერსიტეტის ქუჩა N2- ში, 0186 თბილისი.”.

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
,,მუხლი 81. ინსტიტუტის რეგიონული ცენტრი
1. ინსტიტუტის რეგიონული ცენტრი (შემდგომში - რეგიონული ცენტრი) წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს.  
2. რეგიონული ცენტრის ფუნქციას წარმოადგენს ინსტიტუტის წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქმიანობის რეგიონული ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ. ქუთაისი) განხორციელება.   
3. ინსტიტუტის დებულებით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობის რეგიონული ცენტრში განხორციელება განისაზღვრება ინსტიტუტის ხელმძღვანელის ბრძანებით.
4. რეგიონული ცენტრი სტრუქტურას შეადგენს:
ა) რეგიონული ცენტრის დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს რეგიონულ ცენტრის საქმიანობას;
ბ) რეგიონული ცენტრის ადმინისტრაციული და მატერიალური მართვის სამსახური;
გ) უნივერსიტეტის საშტატო განრიგით რეგიონული ცენტრისათვის განსაზღვრული თანამდებობებია: რეგიონული ცენტრის დირექტორი, რეგიონული ცენტრის ადმინისტრაციული და მატერიალური მართვის სამსახურის უფროსი, რეგიონული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი.
5. რეგიონული ცენტრი განთავსებულია ნიკეას მე-2 შესახვევი N8-ში, 0431 ქუთაისი.“.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი