დადგენილება №67/2013
3 ივნისი, 2013
3 ივნისი, 2013
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-40 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tsu.edu.ge) 2013 წლის 3 ივნისს და დამტკიცდეს განცხადების ტექსტი (დანართი №1).
2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შეიქმნას შესაბამისი კომისია.
3. აკადემიურმა საბჭომ არაუგვიანეს 2013 წლის 2 ივლისისა შეარჩიოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.
4. დაევალოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს არაუგვიანეს 2013 წლის 5 ივლისისა უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილი დეკანობის კანდიდატებიდან ერთი კანდიდატის არჩევა და უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
5. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი