დადგენილება №110/2013
30 სექტემბერი, 2013
30 სექტემბერი, 2013
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 26.09.2013, №30341/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს :
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-83 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი 192);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი 19);
თ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 33-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ეკოლოგია“ (დანართი 33);
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი