დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №87/2013 - ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №87/2013
15 ივლისი, 2013


ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 13.03.2013, №32/01-01 და 18.06.2013, №:60/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

I. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

გეოგრაფიის მიმართულება (ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია, რეგიონალური გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება):

1. კერესელიძე დავით - თსუ სრული პროფესორი  (თავმჯდომარე);
2. მაჭავარიანი ლია -  თსუ სრული პროფესორი;
3. ტრაპაიძე ვაჟა - თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. გონაშვილი ვასილ - თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. ტრაპაიძე ლია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

ბ) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება (პრაქტიკული ინფორმატიკა):

1. მიდოდაშვილი ბიძინა - თსუ ასოცირებული პროფესორი (თავმჯდომარე);
2. სირბილაძე გია - თსუ სრული პროფესორი;
3. არჩვაძე ნათელა - თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. გონაშვილი ვასილ - თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. ტრაპაიძე ლია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

II. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

III. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

IV. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებები