დადგენილება №9/2013
29 იანვარი, 2013
29 იანვარი, 2013
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 1 ნოემბრის №148/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანი მაჭარაშვილი - ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
გ) იოსებ სალუქვაძე - სრული პროფესორი;
დ) გიორგი გოგსაძე - სრული პროფესორი;
ე) გუგული მაღრაძე - სრული პროფესორი;
ვ) მზია წერეთელი - სრული პროფესორი;
ზ) ნინო დურგლიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
თ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პილიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სრული პროფესორი;
ი) რუსუდან სხირტლაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი