დადგენილება №96/2013
9 აგვისტო, 2013
9 აგვისტო, 2013
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 22.07.2013, №20562/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნა ლელა გაფრინდაშვილის იმ სილაბუსების ჩაბარების უზრუნველსაყოფად, რომელიც არ ყოფილა წარმოდგენილი 2012 წლის 19 ივნისის N79/01-01 ბრძანებით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარებისას.
2. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიას (შემდეგი შემადგენლობით: ანდრო ბარნოვი (კომისიის თავმჯდომარე), ნინო დურგლიშვილი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), თამარ დოლბაია (კომისიის მდივანი), კომისიის წევრები: ავთანდილ ჩუთლაშვილი, ვასილ ბარამიძე, ნანა ტალახაძე, თამარ გაგოშიძე, რევაზ ჯორბენაძე, ალექსანდრე კუხიანიძე, დაევალოს:
ა) ლელა გაფრინდაშვილის მიერ წარმოდგენილი სრული საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა-შეფასება და კონკურსანტის შეფასების ფორმის სრულყოფილად შევსება;
ბ) ლელა გაფრინდაშვილის მიერ კონკურსის პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, მისი მოწვევა გასაუბრებაზე და გასაუბრების ჩატარება;
გ) წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით ლელა გაფრინდაშვილისა და კახა ქეცბაიას კანდიდატურათა შედარება, აზრთა ურთიერთშეჯერება და კენჭისყრის ჩატარების საფუძველზე გამარჯვებულის გამოვლენა;
დ) წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების პირობათა გათვალისწინებით - გამარჯვებული კანდიდატის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა;
ე) შესაბამისი სხდომის ოქმების წარმოება და სათანადო წესით გაფორმება.
3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიას დაევალოს გასატარებელი ღონისძიებების (გამარჯვებული კანდიდატის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა) დასრულება 2013 წლის 26 აგვისტომდე.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის (ლ. გაფრინდაშვილი, კ. ქეცბაია, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი