დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №100/2014 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №100/2014
30 სექტემბერი, 2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 24.09.2014, №32871/02, 26.09.2014, №33405/02 და 29.09.2014, №33650/02 წერილების  საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) II ნაწილის “გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა (დანართი 65);
ბ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 66-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა   ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები (დანართი 66);
გ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა სოციალური სამუშაო (დანართი 72); 
დ) III ნაწილის “ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 79);
ე) III ნაწილის “ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81);
ვ) III ნაწილის “ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო საწარმოთა მართვა (დანართი 83);
ზ) III ნაწილის “ბ“ პუნქტის 831-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ტურიზმი (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა) (დანართი 211);
თ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 110);
ი) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 111-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა ხელოვნებათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 111); 
კ) VI ნაწილის “დ“ პუნქტის 136-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა პედაგოგიკა (დანართი 136);
ლ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ქართული ლიტერატურა (დანართი 153); 
მ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ბერძნულ-რომაული ფილოლოგია (დანართი 157);
ნ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 163-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ამერიკისმცოდნეობა (დანართი 163);
ო) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 171-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა (დანართი 171);
2.    დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
3.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი