დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №72/2014 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №72/2014
14 ივლისი, 2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 7 მაისის  №65/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №63/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტი - ინგლისური ფილოლოგიის, ლექსიკოგრაფიის მიმართულება; მეორე პუნქტის 2.1. ქვეპუნქტი -  აღმოსავლეთმცოდნეობის, არმენოლოგიის მიმართულება და 2.2. ქვეპუნტი - კავკასიოლოგიის, კავკასიური ენების მიმართულება) გადაწყვეტილებების (წერილები: 14.07.2014,  №21663/02; 14.07.2014,  №21650/02;    14.07.2014,  №21691/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა)   I ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:
      „დ.ა1) დალი ჩიტუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი“.
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:
       „ა.გ) ლექსიკოგრაფია
      „ა.გ.ა) თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი“.
გ)   X ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა2“ ქვეპუნქტი:
      „ა.ა2) რევაზ აბაშია - ასოცირებული პროფესორი“.
2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების:
      ა)  I ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი;
      ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.გ“ ქვეპუნქტი;
      გ) X ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი.
3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი