დადგენილება №104/2014
6 ოქტომბერი, 2014
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 02.10.2014, №34564/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII ნაწილი:
,, VII. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
191. ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 225, ყოფილი დანართი 39); (№30/2013, 18.02.2013) (09.09.2013, №100/2013) (19.02.2014, №17/2014) (04.09.2014, №81/2014);
192. დაწყებითი განათლება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 226, ყოფილი დანართი 133);
193. მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური) (დანართი 227, ყოფილი დანართი 208). (№86/2013, 15.07.2013);
ბ) სამაგისტრო პროგრამები:
194. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება (დანართი 228, ყოფილი დანართი 50); (28.05.2012, №38/2012) (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013) (19.02.2014, №17/2014)(04.09.2014, №81/2014);
195. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 229, ყოფილი დანართი 47); (10.10.2011 №107/2011) (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013) (19.02.2014, №17/2014) (04.09.2014, №81/2014);
196. განათლების ფსიქოლოგია და კვლევა (დანართი 230, ყოფილი დანართი 51); (№30/2013, 18.02.2013) (28.05.2012, №38/2012);
197. განწყობის ფსიქოლოგია, კვლევა და კონსულტირება (დანართი 231, ყოფილი დანართი 52);
198. კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 232, ყოფილი დანართი 53); (28.05.2012, №38/2012);
199. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 233, ყოფილი დანართი 44);
200. ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 234, ყოფილი დანართი 49); (№30/2013, 18.02.2013) (09.09.2013, №100/2013) (19.02.2014, №17/2014);
201. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (დანართი 235, ყოფილი დანართი 55); (10.09.2012, №84/2012);
202. ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება (დანართი 236, ყოფილი დანართი 197); (07.05.2012, №30/2012) (19.02.2014, №17/2014);
203. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 237, ყოფილი დანართი 58); (№30/2013, 18.02.2013) (28.05.2012, №38/2012);
204. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) (დანართი 238, ყოფილი დანართი 57); (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013);
205. განათლების მეცნიერებები (დანართი 239, ყოფილი დანართი 175);
206. მასწავლებელთა განათლება (დანართი 240, ყოფილი დანართი 176);
გ) სადოქტორო პროგრამები:
207. კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 241, ყოფილი დანართი 67);
208. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 242, ყოფილი დანართი 76);
209. ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 243, ყოფილი დანართი 68);
210. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 244, ყოფილი დანართი 69);
211. პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგია (დანართი 245, ყოფილი დანართი 203); (29.10.2012, №104/2012);
212. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია; პოლიტიკური ფსიქოლოგია; კულტურული ფსიქოლოგია) (დანართი 246, ყოფილი დანართი 70);
213. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) (დანართი 247, ყოფილი დანართი 71);
214. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 248, ყოფილი დანართი 218). (№20/2014, 26.02.2014);
215. განათლების მეცნიერებები (დანართი 249, ყოფილი დანართი 184); (№13/2013, 04.02.2013);
დ) დამატებითი სპეციალობის პროგრამები:
216. პედაგოგიკა (დანართი 250, ყოფილი დანართი 136) (№86/2013, 15.07.2013) (№100/2014, 30.09.2014). "
2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ნომრებით მითითებული საგანმანათლებლო პროგრამები: № 39, 44, 47, 49, 50, 51, 52, 53, 55, 57, 58, 661, 67, 68, 69, 70, 71, 76, 764, 766, 133, 1351, 136, 175, 176, 184.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვედზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი