დადგენილება №105/2014
6 ოქტომბერი, 2014
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილების, მე-11 მუხლის პირველი ნაწილის, 31-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 მუხლის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა და თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 03.10.2014, №34608/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. გადაყვანილ იქნეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დანართი №1-ში მითითებული აკადემიური პერსონალი (დანართი №1);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაყვანილ აკადემიურ პერსონალთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი