დადგენილება №108/2014
27 ოქტომბერი, 2014
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 2014 წლის 9 ოქტომბრის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმი №6-ის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა უფლებამოსილების ვადის 2014 წლის 2 ნოემბრისათვის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები 2014 წლის 12 ნოემბერს:
ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 3;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 6, სტუდენტი - 2;
გ) იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3, სტუდენტი - 2;
დ) მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3, სტუდენტი - 1;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2, სტუდენტი - 2;
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2, სტუდენტი - 1;
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 7, სტუდენტი - 3.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 12 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ –სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 6 ოქტომბრის №178/01-01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიას.
3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესი“-თ.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 31 ოქტომბერს და დასრულდეს 2014 წლის 6 ნოემბერს 18:00 საათზე.
5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ინფორმაციის უნივერსიტეტის გაზეთ – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას.
8. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
11. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით ჩომახიძეს.
12. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი