დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №112/2014 - თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მერაბ კალანდაძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

დადგენილება №112/2014
10 ნოემბერი, 2014

თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მერაბ კალანდაძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და რექტორის 2014 წლის 19 სექტემბრის №163/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის  03.11.2014, №38068/02 წერილის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. მიღებულ იქნას დარღვევის არ არსებობის თაობაზე რექტორის 2014 წლის 19 სექტემბრის №163/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნა ინფორმაციის სახით (ცნობად).
2. განმცხადებლის (თსუ-ს პროფესორი ნინო კიღურაძე) მიერ მცდარი მოსაზრებების წარმოდგენის თაობაზე ინფორმაცია გამოსაქვეყნებლად გადაეცეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“.
3. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი