დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №114/2014 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზების გასწორებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №114/2014
28 ნოემბერი, 2014

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზების გასწორებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და „წ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 20.11.2014, №39977/02 წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  გასწორდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის ზოგიერთი თავის ნუმერაციაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და შესაბამისი თავების სათაურების ნუმერაცია დადგინდეს შემდეგი სახით:
ა) „თავი IV. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა“;
ბ) „თავი V. პროფესიული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები“;
გ) „თავი VI. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება“;
დ) „თავი VII. კვალიფიკაციის მინიჭება“.


2.  გასწორდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის პუნქტების ნუმერაციაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები
1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში პროფესიული სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;
დ) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
ე) პირადი განცხადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, პროფესიულმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. აღმიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს მიმდინარე სემესტრში სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. 
3. თსუ-ში პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობით.“

3. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროფესიული სტუდენტისთვის გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა:
ა) ძირითად ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, ძირითადი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია დეკანის სახელზე პროფესიული სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი;
ბ) ძირითად ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, ძირითადი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის საშუალებით (sms.tsu.ge) გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი;
გ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტისათვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.“

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს  კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6);
7. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.




აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი