დადგენილება № 12/2014
10 თებერვალი, 2014
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ10 თებერვალი, 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 13.01.2014, №451/02, 17.01.2014, №1150/02 და 10.02.2014, №3641/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში:
ა) III ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 80);
ბ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 81);
გ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 866-ე ქვეპუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (IV საფეხური)“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 213);
დ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 868-ე ქვეპუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმის მენეჯმენტი (IV საფეხური)“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 215);
ე) III ნაწილის „დ“ პუნქტის 869-ე ქვეპუნქტით დამტკიცებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური)“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 216);
ვ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 187-ე ქვეპუნქტით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამა „არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგია“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 187).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი