დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №122/2014 - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №122/2014
29 დეკემბერი, 2014

,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარებისა და  იურიდიული დეპარტამენტების 26.12.2014,   №44932/02 წერილის საფუძველზე, 
 
აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილების პირველ პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება წარმოადგენს ანაზღაურებას სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისა (აკადემიური პერსონალის დატვირთის 50%) და მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის - სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის (აკადემიური პერსონალის დატვირთვის 50%) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით შესრულებისათვის და აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ოდენობები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6 , დანართი №7-ის შესაბამისად.“

2.  შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ში  და ისინი ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით (დანართი №1), (დანართი №2), (დანართი №3), (დანართი №4), (დანართი №5), (დანართი №6), (დანართი №7).

3. დაემატოს ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებას შემდეგი შინაარსის 81 – 89 პუნქტები:
,,81.  აკადემიური პერსონალის  მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა (სხვადასხვა კატეგორიის შესაბამისი კადემიური პერსონალის სავალდებულო მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა) განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ის  შესაბამისად, წარმოადგენს აკადემიური პერსონალის მიერ შექმნილი სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი პროდუქციის ერთობლიობას, რაც გამოიხატება ქულობრივად და არ უნდა წარმოადგენდეს წლის განმავლობაში 100 ქულაზე ნაკლებს (ამავდროულად ხელფასის სახით ანაზღაურებას ექვემდებარება წლიური მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულება არაუმეტეს 100 ქულისა).
82. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის რომელი კომპონენტის და თითოეულ კომპონენტში რა სახეობის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციით შედგება კონკრეტული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვა, წყვეტს თავად აკადემიური პერსონალი, აკადემიური ავტონომიურობის ფარგლებში. 
83. როგორც წესი, სავალდებულო მინიმალური სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის თითოეული შემადგენელი ნაწილის (დატვირთვის შემადგენელი კომპონენტები, თავიანთი ქულობრივი წილით) გადაჭარბებით შესრულება არ ახდენს ამ ნაწილის ქულობრივ ზრდაზე ზეგავლენას. ფაკულტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ წესიდან გამონაკლისი, გარდა წინამდებარე დადგენილების დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ით გათვალისწინებული მე-8 კომპონენტისა, ხოლო ხსენებული დანართებით გათვალისწინებული მე-7 კომპონენტი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ გაორმაგებას.
84. აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს პასუხისმგებლობა (მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობა, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობის გამოქვითვის სახითაც, რაც რეაგირებისთის ეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას) მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის თანახმად. ხსენებული პასუხისმგებლობის მიზნით ყოველი კონკრეტული შემთვევა განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს შექმნილი კომისიის მიერ და შემდგომი რეაგირება ხორციელდება ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე.
85. ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში და შესრულების შედეგების სრულფასოვნების შემოწმება (შედეგების შეჯამება) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 20 იანვრისა ევალება დეკანსა და დეკანის მოადგილეს სამეცნიერო სფეროში (ფაკულტეტზე მოქმედი სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მეშვეობით).
86. აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების სრულფასოვნების შემოწმების შედეგები (საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მასალებიც) ეგზავნება ფაკულტეტის საბჭოს.
87. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით და რექტორის თანხმობით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებულ ვადებში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია  უზრუნვლყოს ინფორმაციის მიწოდება ამ სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულებისა და შეუსრულებლობისას შესაბამისი კომისიის მიერ განხილვის შედეგების (საჭირობის შემთხვევაში კომისიის მუშაობის ამსახველი მასალები) შესახებ ამ დებულების მიზნებისაგან განსხვავებული, ხსენებული დეპარტამენტის ფუნქციების (კომპეტენციის) შესაბამისი მიზნებისათვის. 
88. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის დამტკიცდეს ,,სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“ (დანართი №8).
89. წინამდებარე დადგენილების 81 – 88 პუნქტები და დანართი №8-ის მოთხოვნები არ ვრცელდება უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თანამდებობაზე არჩეულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ფაკულტეტი ვალდებულია ასეთ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვასთან ერთად დაუდგინოს თემატურად შესაბამისი სხვა შესასრულებელი დატვირთვის აუცილებელი სახეობები და ოდენობა.”
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. წინამდებარე დადგენილებაში შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე ცვლილებები შესაძლოა ინიცირებული იქნეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ“ უნივერსიტეტის 2014 წლის 5 დეკემბრის №20/04 ბრძანებით მოქმედი კომისიის მიერ.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
8. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი