დადგენილება № 13/2014
10 თებერვალი, 2014
“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ10 თებერვალი, 2014
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების V ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი