დადგენილება № 19/2014
20 თებერვალი, 2014
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ე. ქემოკლიძის 20.02.2014, №07/01/02-01-75 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 101 პუნქტი:
,,101. იმ აკადემიურ პერსონალს, ვისაც თსუ-ში ამავდროულად დაკავებული აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, მიეცეს წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისგან განსხვავებული - შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის შესრულების უფლება (უნივერსიტეტთან/დამსაქმებელთან შეთანხმებით) - პროფესორს კვირაში 2 საათი, ასოცირებულ პროფესორს კვირაში 3 საათი, ხოლო ასისტენტ პროფესორს კვირაში 4 საათი. შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის განსაზღვრის შემთხვევაში შრომის ანაზღაურების გადაანგარიშება განხორციელდეს უნივერსიტეტში დადგენილი წესის მიხედვით, აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს 50%-დან და შესაბამისად, ცვლილება აისახოს შრომით ხელშეკრულებაში“.
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული შრომითი პირობები ძალაში შევიდეს 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრიდან.
5. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი