დადგენილება №23/2014
5 მარტი 2014
5 მარტი 2014
ნური ხომასურიძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის
მინიჭების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს 2014 წლის 5 მარტის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:1. წარმატებული სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და სამეცნიერო კადრების მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის მეცნიერებათა დოქტორს ნური ხომასურიძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი