დადგენილება №41/2014
28 აპრილი 2014
28 აპრილი 2014
“თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე
მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11
სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული
აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“
ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის
ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის
№126/2013 დადგენილების, თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 11.04.2014,
№12348/02; 27.02.2014 №6917/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის 28.04.2014, №13663/02 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013
წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით
სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო
დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის
დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური
საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ -
,,დ“ ქვეპუნქტები (საკონკურსო კომისიის შემადგენლობა) ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) შალვა აბზიანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან მაყაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
დ) დავით ჩარკვიანი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის (გ. ყიფიანი, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.
პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე