დადგენილება №4/2014
20 იანვარი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრების არჩევნების გამოცხადების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის მე-2 მუხლისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს 15.01.2014, №914/02 მიმართვის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
გამოცხადდეს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრების არჩევნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე (2 სტუდენტი), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (1 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი), მედიცინის ფაკულტეტზე (2 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი) და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ( 1 სტუდენტი).
2.
არჩევნების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 14 თებერვალი.
3.
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება რექტორის შესაბამის აქტის საფუძველზე მოხდეს არა უგვიანეს 2014 წლის 28 იანვრისა.
4.
რეგისტრაციის ვადა კანდიდატებისათვის განისაზღვროს 3-9 თებერვლით.
5.
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
6.
დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი