დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №43/2014
19  მაისი, 2014


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების საკითხი, რა მიზნითაც, 2014 წლის 14 აპრილის N39/2014 დადგენილებით, საბჭოს მიერ 2014 წლის 28 აპრილის N 41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით,  საკონკურსო კომისიას დაევალა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ასახულ შენიშვნათა გათვალისწინებით, გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ განხილვა და  მიღებული შედეგების აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013  დადგენილებისა და 2014 წლის 28 აპრილის N41/2014 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის 2014 წლის 16 მაისის № 15502/02 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის სახით წარმოდგენილი გადაწყვეტილება და “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:

ა) „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ბ.ა3“ ქვეპუნქტი:

„ბ.ა3) გიორგი ყიფიანი - ასოცირებული პროფესორი“.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.   წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.    დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
 რექტორი, პროფესორი