დადგენილება № 44/2014
19 მაისი, 2014
19 მაისი, 2014
,,აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N128/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №14751/02, 08.05.2014 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს,
1. შევიდეს ცვლილება ,,აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N128/2012 დადგენილებაში და დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ დადგენილებით ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარება მოხდეს შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წარდგინების საფუძველზე ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილი წესით, სტუდენტთა ინტერესის მაქსიმალური დაცვით."
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი