დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №46/2014 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე

დადგენილება №46/2014
19მაისი, 2014



სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე


უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის აკადემიური მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ზემოხსენებული კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასევე წარმოადგენს რა, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამდგენ და პერსონალის სამსახურში მიმღებ ორგანოს, მოქმედებს რა უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 15 მაისის N01/01/01-01-07 წარდგინების გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ დამსაქმებლისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების (მე-11 მუხლის პირველი ნაწილის) მხედველობაში მიღების საფუძველზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს აქვს უფლებამოსილება დაადგინოს შინაგანაწესი და შექმნას ეთიკის ნორმები, ასევე მოქმედი კანონმდებლობით დამსაქმებლის ფუნქციის მქონე სუბიექტის - უნივერსიტეტის რექტორის წარდგინების (უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. მიღებულ იქნას დებულება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ (დანართი 1).
2. დადგენილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასამტკიცებლად გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილებით დარეგულირებული საკითხი, როგორც შრომითი ურთიერთობების ცალკეული გარემოებები მიჩნეულ იქნეს შესაბამისი (მოქმედი) შრომითი ხელშეკრულებების პირობებად.
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი