დადგენილება №64/2014
14 ივლისი, 2014
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ14 ივლისი, 2014
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 11.07.2014, №21519/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის 21-ე მუხლში და პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. სტუდენტი, რომელმაც 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე შიდა მობილობის პროცესში ჩართვის გარეშე შეიცვალა საგანმანათლებლო პროგრამა და მის მიმართ არ გამოიცა საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ჩაითვალოს შიდა მობილობის წესის დაცვით გადაყვანილ სტუდენტად.“
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი