დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №91/2014 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

დადგენილება №91/2014
29 სექტემბერი, 2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე მუხლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.09.2014,  №33012/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 26.09.2014, №33212/02  წერილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე, 149-ე, 150-ე, 151-ე, 155-ე, 158-ე, 161-ე, 163-ე, 167-ე, 168-ე, 169-ე, 171-ე, 174-ე და I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15, მე-16, მე-18 ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.
2.    დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი