ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
27.10.2014, №110/2014; 30.05.2016, №57/2016;
17.05.2017, №54/2017; 22.01.2018, №5/2018;
17.05.2017, №54/2017; 22.01.2018, №5/2018;
28.06.2018, №162/2018 დადგენილებებით
დადგენილება № 49/2014
09 ივნისი 2014
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ" ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.05.2014, №16387/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესი" (დანართი №1). (27.10.2014, №110/2014) (30.05.2016, №57/2016) (17.05.2017, №54/2017) (22.01.2018, №5/2018)(28.06.2018, №162/2018)
2. წინამდებარე დადგენილების მიზნებისთვის დამტკიცდეს ,,უცხო ენის ცოდნის განმარტება” (დანართი №2).
3. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის საჯარო გამოცხადებისთანავე.

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი