დადგენილება №123/2018
14 მაისი, 2018
14 მაისი, 2018
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 4 მაისის №9073/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 მაისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტებს მიეცეთ პირადი განცხადების საფუძველზე სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება მიმდინარე სემესტრის განმავლობაში სააუდიტორიო მეცადინეობებისათვის განსაზღვრულ ვადაში.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე