დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №192/2018 - თენგიზ ცერცვაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

დადგენილება №192/2018
7 სექტემბერი, 2018


თენგიზ ცერცვაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2018 წლის 15 აგვისტოს №16739/32 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისათვის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელს, გამოჩენილ ექიმსა და მეცნიერს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

2.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
3.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

გამოქვეყნების თარიღი:2018-09-12 17:08:06