დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №125/2018 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ქუთაისის სასწავლო ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №61/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №125/2018
14 მაისი, 2018

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  ქუთაისის სასწავლო ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №61/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ქუთაისის სასწავლო ცენტრის 2018 წლის 11 მაისის №9481/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 14 მაისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ქუთაისის სასწავლო ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №61/2014 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სხვადასხვა საგანმანათლებლო (სასერტიფიკატო) კურსების, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების უნივერსიტეტში განხორციელების გზით  საუნივერსიტეტო და ფართო საზოგადოებას საშუალება მისცეს გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსები და გამოცდილება პროფესიული განვითარებისათვის, კვალიფიკაციის ამაღლების და ახალი პროფესიული უნარების შეძენისათვის;“.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.   დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე




გამოქვეყნების თარიღი:2018-05-17 15:30:12