დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №142/2018 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №142/2018
 4 ივნისი, 2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 და №100/01-01 ბრძანებების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 18 მაისის №10125/28 და 25 მაისის №10638/28 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა) დავით ნატროშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი,   ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ჰამლეტ მელაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) პეტრე ბაბილუა - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი   (კომისიის მდივანი);
დ) მამუკა ნადარეიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) ნიკოლოზ გორგოძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ვ) ანზორ ბერიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ზ) ალექსანდრე აპლაკოვი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუს ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) დუგლას უგულავა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მალხაზ შაშიაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნატალია ჩინჩალაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი  (კომისიის მდივანი);
დ) თამაზ სულაბერიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) ონისე სურმანიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა) ალექსანდრე გამყრელიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სერგო ცირამუა - საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი   (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა ხუციშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მიხეილ თუთბერიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) ქეთევან კუთხაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) მანანა ხაჩიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ია მოსაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლელა ალხაზიშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) მაია მიქელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 საკონკურსო კომისია

ა) გივი გავარდაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნოდარ ელიზბარაშვილი  -  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლამზირა ლაღიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნანა  ბოლაშვილი -  თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი;
ე) ზურაბ ჯანელიძე -  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი;
ვ) მაია მელაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის  აკადემიური დოქტორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) მელორ ალფენიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელენე სალუქვაძე - თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვაჟა ტრაპაიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ზურაბ  სეფერთელაძე -  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი.

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა) თენგიზ ზაალიშვილი -  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლეილა წაქაძე - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მემბრანოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,  ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მაია გაიოზიშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ვერა ფხაკაძე - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდების დაცვის მთავარი კურატორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი;
ე) ნატო დარჩია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
ვ) მანანა ბერულავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა)  მარინა ზარქუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი,  ბიოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ფელიქს კალანდარიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ქეთევან მენაბდე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნუნუ მიცკევიჩი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა) ლევან ნადარეიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ცინცაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ელენე კაცაძე -  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მზია ციცაგი - თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი;
ე) დავით ტუღუში - საქართველოს აგრარული  უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;
ვ) გიორგი ბეზარაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ჯიმშერ მაისურაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნათელა ანანიაშვილი - თსუ-ს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარინა ქარჩხაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) გურამ ტყემალაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) მზია ხუნდაძე - თსუ-ს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი.

6. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის და  კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტების  მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის (ინტერდისციპლინური) და    რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრის (ინტერდისციპლინური) პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

საკონკურსო კომისია

ა) გიორგი გიორგობიანი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა გულუა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ვლადიმერ ოდიშარია – თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) პაატა წერეთელი – შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა  EMCoS“-ის  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა   კანდიდატი;
ე) ვიაჩესლავ მესხი – კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

ა) ზაზა სანიკიძე -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის   სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი       თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნატალია  ჩინჩალაძე    -  თსუ-ს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსლან  სურმანიძე    -  თსუ-ს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ირინა ხუციშვილი   -   თსუ-ს   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

7. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
8. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
9. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე



გამოქვეყნების თარიღი:2018-06-08 11:03:54