დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №152/2018 - „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების წესის და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №99/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №152/2018
18 ივნისი, 2018
    
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების  წესის და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №99/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 15 ივნისის №12305/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №15 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების  წესის და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 23 აპრილის №99/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საგნობრივ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  და ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში - მოდულური პროგრამა) უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საგნობრივი):
ა.ა) პროგრამის სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად);
ა.ბ) პროფესიული განათლების საფეხური;
ა.გ) მისანიჭებელი კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად);
ა.დ) პროგრამის მოცულობა კრედიტებით;
ა.ე) სწავლების ენა;
ა.ვ) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა;
ა.ზ) პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე;
ა.თ) სწავლის შედეგი;
ა.ი) სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები;
ა.კ) სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა;
ა.ლ) სასწავლო გეგმა, სწავლების ორგანიზების თავისებურებების მითითებით;
ა.მ)  პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები/კოორდინატორი;
ა.ნ) დასაქმების სფეროები: პროგრამის შემუშავების დროს რეკომენდებულია აქტიური კონსულტაციები პოტენციურ დამსაქმებლებთან, რომ მათთან ერთად განისაზღვროს ის კონკრეტული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოეთხოვება კურსდამთავრებულს შრომის ბაზრის კონკრეტული სფეროს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ა.ო) დამატებითი ინფორმაცია: მიეთითება საჭიროების შემთხვევაში.
ბ) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
ბ.ა)     სატიტულე ფურცელი;
ბ.ბ)    ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება რომლის საფუძველზეც იქმნება პროგრამა;
ბ.გ)    ჩარჩო დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერი;
ბ.დ) პროფესიული სპეციალიზაცია/სპეციალიზაციები და მისანიჭებელი კვალიფიკაცია/კვალიფიკაციები;
ბ.ე)  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი;
ბ.ვ)   დაშვების წინაპირობა/წინაპირობები;
ბ.ზ)  კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები;
ბ.თ) საგანმანათლებლო პროგრამის  სტრუქტურა და მოდულები;
➢ ქართულენოვანი სტუდენტებისთვის;
➢ სასწავლო გეგმა რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურენოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის.
ბ.ი) მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები;
ბ.კ) ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების შესაძლებლობები;
➢   ოპტიმიზირებული   პროგრამის   ადაპტირების   დროს   სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეიმუშაოს ისეთი პროფესიული მოდულური  საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ერთი პროფესიული სპეციალიზაცია/მისანიჭებელი კვალიფიკაცია.
➢   შემუშავებული  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს არჩევითი სტატუსის მოდულებს ამავე პროფესიული პროგრამის ზოგადი და პროფესიული მოდულების კრედიტთა საერთო მოცულობის არაუმეტეს 20%-სა.
➢  ერთი  და  იმავე პროფესიულ სპეციალიზაციაზე  შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა  მიდგომით, რომელთაგან      ერთი განსაზღვრავს სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებულ 50%-ზე მეტი სწავლის შედეგების რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევას.
ბ.ლ) სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება;
ბ.მ) პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება;
➢ პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული (სავალდებულო ზოგადი, პროფესიული და არჩევითი) მოდულებით გათვალისწინებული ყველა კრედიტი.
➢ პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამა,  რომელშიც  სავალდებულო  პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგებისთვის გამოყოფილი კრედიტების საერთო მოცულობის 50% ან მეტი რეალურ სამუშაო გარემოში მიიღწევა, კვალიფიკაციის მინიჭების დამატებითი პირობაა კვალიფიკაციის გამოცდის ჩაბარება.
ბ.ნ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფა;
ბ.ო) ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები და მოქმედების ვადა;
ბ.პ) საავტორო უფლებები.“;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) სასწავლო გეგმა (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურენოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის);“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
მოდულური პროგრამების შემთხვევაში პროგრამაზე დაშვების წინაპირობა შეიძლება იყოს საბაზო და/ან სრული ზოგადი განათლება და მოდულურისათვის  პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით განსაზღვრული მოთხოვნები. საგნობრივი პროგრამების შემთხვევაში პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობები.“;

დ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო გეგმაში  მითითებულია მოდულები კრედიტების მიხედვით.“;

ე) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება
მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება და შემდგომი ცვლილებების ინიცირება უნდა მოხდეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული გარე ინიცირების წესისა და პროცედურების შესაბამისად. პროგრამაში  არსებითი  ცვლილების  შეტანის შემთხვევაში ინფორმაცია უნდა აიასახოს ვებგვერდზე კატალოგში.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი


გამოქვეყნების თარიღი:2018-06-26 11:49:06