დადგენილება №163/2018
28 ივნისი, 2018
28 ივნისი, 2018
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 25 ივნისის №12777/26 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 28 ივნისის №16 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 14 ივნისის №145/01-01 ბრძანებით აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე