დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №190/2018 - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

დადგენილება №190/2018
7 სექტემბერი, 2018

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 14 ივნისის №144/01-01 და №145/01-01  ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის №172/2018 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 06.08.2018, №16191/26) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტის პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

ა) ქეთევან ჭკუასელი - პროფესორი; 
ბ) რუსუდან სანაძე - ასოცირებული პროფესორი;
გ) იზაბელა პეტრიაშვილი - ასოცირებული პროფესორი; 
დ) ეთერ ღვინერია - ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე











გამოქვეყნების თარიღი:2018-09-11 15:58:44