დადგენილება №193/2018
7 სექტემბერი, 2018
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 10 მაისის №109/01-01 და №110/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები (ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №153/2018 და 5 ივლისის №168/2018 დადგენილებებით)) გადაწყვეტილებებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების დასკვნების (წერილები: 06.08.2018, №16210/29; 13.08.2018, №16566/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
ა)
თეორიული ეკონომიკის კათედრა
ა.ა) ელგუჯა მექვაბიშვილი - პროფესორი;
ა.ბ) ინგა ბალარჯიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.გ) მარინე ნაცვალაძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ)
მაკროეკონომიკის კათედრა
ბ.ა) მირიან ტუხაშვილი - პროფესორი;
ბ.ბ) ნოდარ ხადური - პროფესორი;
გ)
მიკროეკონომიკის კათედრა
გ.ა) ეთერ ხარაიშვილი - პროფესორი;
გ.ბ) ინეზა გაგნიძე - ასოცირებული პროფესორი;
გ.გ) ია ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
დ)
ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა
დ.ა) რევაზ გველესიანი - პროფესორი;
დ.ბ) ირინა გოგორიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
დ.გ) ეკა ლეკაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ე)
ეკონომეტრიკის კათედრა
ე.ა) იური ანანიაშვილი - პროფესორი;
ე.ბ) აკაკი არსენაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ე.გ) მერაბ ჯულაყიძე - ასოცირებული პროფესორი;
ვ)
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა
ვ.ა) დავით ნარმანია - პროფესორი;
ვ.ბ) გიორგი ღაღანიძე - პროფესორი;
ვ.გ) ბადრი რამიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ვ.დ) მირონ ტუღუში - ასოცირებული პროფესორი;
ვ.ე) ნატალია ხარაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ)
ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა
ზ.ა) ირაკლი კოვზანაძე - პროფესორი;
ზ.ბ) ხათუნა ბარბაქაძე - ასოცირებული პროფესორი;
ზ.გ) მაია გოგოხია - ასოცირებული პროფესორი;
ზ.დ) ლეილა ღუდუშაური - ასოცირებული პროფესორი;
ზ.ე) მიხეილ ჩიკვილაძე - ასოცირებული პროფესორი;
თ)
საერთაშორისო ბიზნესის კათედრა
თ.ა) თეიმურაზ შენგელია - პროფესორი;
თ.ბ) ხათუნა ბერიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
თ.გ) დავით სიხარულიძე - ასოცირებული პროფესორი;
თ.დ) უშანგი სამადაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
თ.ე) შოთა შაბურიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ი)
მარკეტინგის კათედრა
ი.ა) ნუგზარ თოდუა - პროფესორი;
ი.ბ) ნანული ოქრუაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ი.გ) ჩარიტა ჯაში - ასოცირებული პროფესორი;
კ)
ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა
კ.ა) ლევან საბაური - პროფესორი;
კ.ბ) მარიამ ვარდიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
კ.გ) ნადეჟდა კვატაშიძე - ასოცირებული პროფესორი;
კ.დ) ნანა სრესელი - ასოცირებული პროფესორი;
ლ)
ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა
ლ.ა) სიმონ გელაშვილი - პროფესორი;
ლ.ბ) ნინო აბესაძე - ასოცირებული პროფესორი;
ლ.გ) მარინე მინდორაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ლ.დ) მარინა მუჩიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
მ)
საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა
მ.ა) შოთა ვეშაპიძე - ასოცირებული პროფესორი;
მ.ბ) ეკა სეფაშვილი - ასოცირებული პროფესორი.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე