დადგენილება №205/2018
17 ოქტომბერი, 2018
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის №19/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №19785/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის №19/2016 დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე