დადგენილება №222/2018
12 ნოემბერი, 2018
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №5/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის -ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის 2018 წლის პირველი ნოემბრის №22866/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ნოემბრის №25 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №5/2013 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ინსტიტუტი სარგებლობს უნივერსიტეტის ერთიანი სახაზინო ანგარიშით.“;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ინსტიტუტის წევრები არიან თსუ, საქართველოს მთავრობა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.“;
გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსტიტუტის უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის ინსტიტუტის გამგეობა. გამგეობა შედგება არანაკლებ 4 წევრისაგან, სადაც ორი პირი წარმოადგენს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს და ორი წევრი წარმოდგენილი იქნება შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან. შესაძლოა საქართველოს მთავრობიდან ასევე წარმოდგენილი იყოს ერთი ან რამდენიმე პირი. გამგეობის ყოველ წევრს ასევე შეუძლია დაასახელოს საკუთარი მოადგილე, რომელიც გადაიბარებს მის უფლებამოსილებას, კონკრეტული წევრის არყოფნის შემთხვევაში. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 3 წლით.“;
დ) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მეორე პუნქტი.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე