დადგენილება №223/2018
12 ნოემბერი, 2018
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 ნოემბრის №131/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის 2018 წლის 5 ნოემბრის №23067/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ნოემბრის №25 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 ნოემბრის №131/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ)
ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი, რომლის კვლევის საგანია - შავი ზღვა-ატმოსფეროს სისტემაში მიმდინარე ჰიდროთერმო დინამიკური და ეკოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება, 4 მონიტორინგი და პროგნოზირება; ზღვის ზედაპირზე ავარიულად დაღვრილი ნავთობის გავრცელების 2-განზომილებიანი მათემატიკური მოდელის შემუშავება; შავ ზღვაში არაკონსერვატიული მინარევების გავრცელების სივრცითი მოდელის შემუშავება; მინარევების გავრცელების მოდელების ჩართვა რეგიონულ პროგნოზულ სისტემაში და მათი რეალიზაცია; „მცირე წყლის“ თეორიის განტოლებათა სისტემაზე დაფუძნებული მაღალი გარჩევისუნარიანი მათემატიკური მოდელის შემუშავება; ლოკალური მასშტაბის ატმოსფერული პროცესის რიცხვითი მოდელის სრულყოფა.”.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე