დადგენილება №245/2018
27 დეკემბერი, 2018
დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 26 დეკემბრის №26889/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №28 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი (დანართი №1) და მისგან გამომდინარე: უცხო ენის ცოდნის დონეების განმარტება (დანართი №2), სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანი (დანართი №3), საერთაშორისო რეცენზირებისათვის სტატიის წარმოდგენისა და მისი შეფასების წესი (დანართი №4), რეკომენდაციები სადისერტაციო ნაშრომის სტრუქტურისათვის (დანართი №5), განაცხადის ფორმა სადისერტაციო ნაშრომის ავთენტურობის შესახებ (დანართი №6), შემაჯამებელი ანგარიში დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ (დანართი №7), სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნის ფორმა (დანართი №8), რეცენზიის ფორმა (დანართი №9), ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (პროფესორის ასისტენტობა) (დანართი №10).
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილება.
3.
დაევალოს უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, ფაკულტეტის დებულების და დოქტორანტურის დებულების დოქტორანტურის მინიმალურ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოდგენა არაუგვიანეს 2019 წლის 15 თებერვლისა.
4.
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.
დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე