დადგენილება №31/2018
5 თებერვალი, 2018
5 თებერვალი, 2018
“ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის №123/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 2018 წლის 30 იანვრის №1544/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის №123/2012 დადგენილებაში:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელის დამტკიცების შესახებ”;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელი შემდეგი სახით:
ა) სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება/კათედრა;
ბ) სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
გ) სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე