დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №36/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების ცალკეული მუხლების მოქმედების შეჩერების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №109/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №36/2018
5 თებერვალი, 2018

“სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების ცალკეული მუხლების მოქმედების შეჩერების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №109/2017 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების ცალკეული მუხლების მოქმედების შეჩერების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის №109/2017 დადგენილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეჩერდეს “სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის 21 და მე-3 მუხლების მოქმედება ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე





გამოქვეყნების თარიღი:2018-02-16 10:44:53