დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №37/2018 - “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №37/2018
5 თებერვალი, 2018


“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის პირველი ივნისის №933-IIს საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების, ხოლო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე – ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე



გამოქვეყნების თარიღი:2018-02-21 17:11:29