დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №5/2018 - აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილებაში - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება“ - დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №5/2018
22 იანვარი, 2018

აკადემიური  საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილებაში - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება“ - დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2018 წლის 15 იანვრის №568/32 და №570/32 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესი და უცხო ენის ცოდნის განმარტება“ - პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. თსუ უზრუნველყოფს მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა“ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების ჩარიცხვას სემესტრის განმავლობაში. მედიცინის ფაკულტეტი, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად, უზრუნველყოფს სტუდენტების სასწავლო პროცესში ჩართვას და მათთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზებას, რომლის თავისებურებების გათვალისწინებით, სასწავლო წლიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი


გამოქვეყნების თარიღი:2018-01-29 16:21:51