დადგენილება №233/2018 - “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №109/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №4/2015 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დადგენილება №57/2018 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №31/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №57/2018
19 თებერვალი, 2018

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №31/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის 2018 წლის 15 თებერვლის №2398/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №31/2014 დადგენილებაში:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრი“.
2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრის“ დებულება (დანართი №1).“;

გ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - „უნივერსიტეტი“) რელიგიათა კვლევის ინტერდისციპლინური ცენტრი (შემდგომში - „ცენტრი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულს.
2. ცენტრი სარგებლობს უნივერსიტეტის ერთიანი სახაზინო ანგარიშით. აქვს ბლანკი თსუ-ის ლოგოთი და ბეჭედი, რომლის გამოყენება ხდება ცენტრის ხელმძღვანელის (შემდგომში - დირექტორი) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე




გამოქვეყნების თარიღი:2018-02-21 15:44:00