დადგენილება №58/2018
19 თებერვალი, 2018
19 თებერვალი, 2018
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №30/2014 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის 2018 წლის 16 თებერვლის №2623/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის №30/2014 დადგენილებაში:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“.
2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1).“;
გ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:
გ.ა) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი (შემდგომში - ინსტიტუტი; ინსტიტუტის სახელწოდება ინგლისურ ენაზე - Institute for Georgia’s Neighborhood Studies, IGNS) წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულს, რომლის უფლებამოსილებაშია საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულებაც.
2. ინსტიტუტი სარგებლობს უნივერსიტეტის ერთიანი სახაზინო ანგარიშით. აქვს ბლანკი თსუ-ის ლოგოთი და ბეჭედი, რომლის გამოყენება ხდება ინსტიტუტის ხელმძღვანელის (შემდგომში - დირექტორი) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ.ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინსტიტუტის დირექტორს ჰყავს მოადგილე. ინსტიტუტის დირექტორს და დირექტორის
მოადგილეს ოთხი წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს, შესაბამისად,
უნივერსიტეტის რექტორი (დირექტორს) და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (დირექტორის მოადგილეს).“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე