დადგენილება №59/2018
19 თებერვალი, 2018
19 თებერვალი, 2018
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №5/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის 2018 წლის 12 თებერვლის №2377/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 იანვრის №5/2013 დადგენილებაში:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ”;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“.
2. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1).“;
გ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ დებულება“;
გ.ბ) პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი ფუძნდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - თსუ), როგორც უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული.“;
გ.გ) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი (შემდგომში - ინსტიტუტი) არის თსუ-ის დამხმარე სამეცნიერო ერთეული.
2. ინსტიტუტის ოფიციალური სახელწოდებაა: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - „ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი“.“;
გ.დ) მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV - ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელობა: გამგეობა და ხელმძღვანელები (შემდგომში - დირექტორები)“.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე