დადგენილება №6/2018
22 იანვარი, 2018
22 იანვარი, 2018
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 აპრილის №45/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის 2017 წლის 28 დეკემბრის №24340/32 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,
1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 აპრილის №45/2010 დადგენილებაში:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2009-2010 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები - „მედიცინა“ [ქართულ და ინგლისურ ენებზე], „სტომატოლოგია“ და საბაკალავრო პროგრამა - „ოკუპაციური თერაპია“) ამოქმედდეს ზაფხულის დამატებითი სემესტრი.“;
ბ) მე-2 პუნქტის „2.1“ და „2.2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1 მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - „მედიცინა“ [ქართულ და ინგლისურ ენებზე], „სტომატოლოგია“ და საბაკალავრო პროგრამა - „ოკუპაციური თერაპია“) სტუდენტებს სასწავლო წლის დასასრულს, ზაფხულის თვეებში, პროგრამის დაძლევის მიზნით ეძლევათ ზაფხულის დამატებითი სემესტრით სარგებლობის უფლება.
2.2 სტუდენტებს, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ზაფხულის დამატებითი სემესტრით შეუძლიათ ისარგებლონ:
ა) საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ - სამჯერ;
ბ) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები: „სტომატოლოგია“ - ოთხჯერ, „მედიცინა“ - ხუთჯერ.“;

გ) მე-2 პუნქტის „2.6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.6 სტუდენტს, ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლება ეძლევა რექტორის ბრძანების საფუძველზე და სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი სასწავლო კურსის კრედიტების მოცულობის შესაბამისად.“;
დ) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე
აკადემიური საბჭოს წევრი