დადგენილება №65/2018
19 თებერვალი, 2018
19 თებერვალი, 2018
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიისათვის უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 6 მარტის №39/01-01 და 25 ივლისის №144/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 96-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 6 მარტის №39/01-01 და 25 ივლისის №144/01-01 ბრძანებების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 17 ნოემბრის №137/2017 დადგენილების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილების მე-4 პუნქტი) გადაწყვეტილების (წერილი: 03.01.2018, №18/10-02), საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 28.12.2017, №25130/10-02), უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის 2018 წლის 8 თებერვლის №2248/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 მაისის №49/2017 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებულ საკონკურსო-სააპელაციო კომისიას უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 6 მარტის №39/01-01 და 25 ივლისის №144/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის საკითხი დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად და უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, დაევალოს დასკვნის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის’’ მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენა.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე